Monday, July 8, 2013

სასწავლო პროექტი– "პინოქიოს თავგადასავალი"

1.     პროექტის სახელწოდება: კარლო კოლოდი ლიტერატურული ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“.
2.     პროექტის მთავარი იდეა:   ბავშვებმა მოიძიონ  ინფორმაცია:   
                 ა)  ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის -  შესახებ;
                 ბ) კარლო კოლოდის ცხოვრებისა და მოღვაწეობის                   შესახებ;
                 გ) წაიკითხონ ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“.
3.     პროექტის აქტუალობა:  წიგნის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება.
4.     პროექტის მიზნები: წარმოდგენა შეექმნათ ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის _  წარმოშობისა და გავრცელების შესახებ; განასხვავონ ხალხური და ლიტერატურული ზღაპარი; გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ზღაპრის პერსონაჟების შესახებ.
5.     მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი (II კლასი).
6.     ვადები/ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (იანვარი-ივნისი).
7.     მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს უღვივდებათ ინტერესი ზღაპრისადმი; ინტერნეტში იძიებენ ინფორმაციას ზღაპრის წარმოშობის შესახებ; ეცნობიან კარლო კოლოდის ბიოგრაფიას. მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით ქმნიან სლაიდებს, ელექტრონულ ჟურნალს: „პინოქიოს თავგადასავალი“.
8.     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კარლო კოლოდის ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“, ზღაპრის მიხედვით შექმნილი ნახატი- ფილმი, ინტერნეტში ჩართული ნეთბუქები, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდები, წებო, მაკრატელი.
9.     პროექტის მსვლელობა: ვკითხულობთ ზღაპარს და  ვარჩევთ წაკითხულს; ვმსჯელობთ პერსონაჟების საქციელზე; ვხატავთ ილუსტრაციებს ზღაპრის სიუჟეტიდან გამომდინარე; ნეტბუქში ვამზადებთ სლაიდებს; ვარჩევთ საინტერესო ეპიზოდებს და ვახდენთ მათ პრეზენტაციას.
10.                       ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად. ბავშვები ამზადებენ და წარმოადგენენ მასწავლებლის დახმარებითა და საკუთარი სურვილით შერჩეულ როლებს.
11.                        



   კრიტერიუმები
სუსტი
საშუალო
კარგი
ინფირმაციის მოძიება/დახარისხება



ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა



  ინფორმაციულ-საკო
მუნიკაციო ტექნოლო
გიის  გამოყენება



პრეზენტაცია






      პროექტის ხელმძღვანელი: თეა კურდღელია




სასწავლო  წლის  განმავლობაში  წავიკითხეთ ცნობილ მეზღაპრეთა ნაწარმოებები: ე. რასპეს __ „მიუნჰაუზენის თავგადასავალი“ და კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“.  მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია თითოეულმა მათგანმა.  ისინი კითხვის პროცესში  ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, მსჯელობდნენპერსონაჟების  ხასიათის  თავისებურებებზე,  აკეთებდნენ  ჩანახატებს, გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებებს პერსონაჟების მიმართ.   „პინოქიოს თავგადასავალის“ წაკითხვის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტეთ მოგვეწყო მისი განხილვა. ბავშვებმა მოიძიეს ცნობები  ავტორისა და ნაწარმოების  შესახებ.  დაინტერესდნენ და გაეცნენ რუსი მწერლის ალექსანდრე ტოლსტოის ამავე თემაზე შექმნილ ნაწარმოებს, ნახეს ანიმაციური ფილმი და შეადარეს ბურატინო და პინოქიო ერთმანეთს.
__ ბექა სანდუხაძემ, ჩემი დახმარებით, მოამზადა პრეზენტაცია __ რა არის ზღაპარი, რომელია ლირერატურული და ხალხური ზღაპარი.

__ ზღაპრის კითხვის პროცესში ბავშვები ზღაპრისადმი თავიანთ დამოკიდებულებებს გამოხატავდნენ ნახატებშიც.  ჩვენ ამ სურათებს გავუკეთედ ლამაზი ჩარჩოები და მოვაწყვეთ გამოფენა.
















__ ელგუჯა მინესაშვილმა მშობლის დახმარებით დაამზადა პინოქიოს დიდი პლაკატი




ვეწვიეთ  საბავშვო ბიბლიოთეკას, სადაც გავმართეთ ჩვენი ნაშრომის პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეებმა უჩვენეს PoverPoint_ში მომზადებული პრეზენტაციები, ისაუბრეს მეზღაპრისა და მისი საოცარი გმირის შესახებ.   გამოხატეს  დიდი სიყვარული წიგნის მიმართ.

 წიგნის კითხვის პროცესში ბავშვები წერდნენ თავიანთ შეხედულებებს ზღაპრის შესახებ, აკეთებდნენ ჩანახატებს, რომლებსაც ერთად მოვუყარე თავი. (იხ. ქვემოთ).



















pinoqio
View more presentations or Upload your own.
__ბოლოს შეჯამების მიზნით ვაჩვენე კარლო კოლოდის  „პონოქიოს თავგადასავალის“ მოკლე კოლაჟი. ბავშვებმა კიდევ ერთხელ  ინტერესით გადაავლეს თვალი პერსონაჟის ცხოვრებას და გაიხსენეს წაკითხული. ბოლოს პატარები გაწევრიანდნენ  ბიბლიოთეკაში, რაც მათ საშუალებას მისცემთ აირჩიონ წიგნები  და წაიკითხონ. აქვე გადაწყდა არდადეგებზე წაიკითხავენ ა. სულაკაურის ზღაპარს „სალამურას თავგადასავალი“

















1 comment:

  1. Sands Casino Review: Play at a Top Online Casino
    Sands Casino has been kadangpintar a great choice for punters 샌즈카지노 since launching the online gambling brand in 1999. From online slot machines to slots Is Sands Casino legit?How do I get free bonuses? 1xbet korean

    ReplyDelete